Untitled Document biography

რეკომენდაციები

პაატა ბერიძე ამჟამად საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტია, რომელსაც დამთავრებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი „ნიჭიერთა ათწლედი“ და ამიტომ მე მქონდა საშუალება მისთვის ჩამეტარებინა გაკვეთილი , და სწორედ მასთან მუშაობის დროს დავინახე მასში დიდი შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, მუსიკალურიობა, საქმისადმი ერთგულება და დაკვირვებულობა. მას აქვს ლამაზი ბგერა და თავისი ინსტრუმენტისადმი დიდი სიყვარული.

მე ვთვლი რომ თუ პაატა ბერიძე თავის დასახულ მიზნებს ბოლომდე განახორციელებს , ჩვენ გვეყოლება მისი სახით ჩამოყალიბებული პროფესიონალი მუსიკოსი.