Untitled Document biography

რეკომენდაციები

ახალგაზრდა მუსიკოსს მესაყვირე პაატა ბერიძეს დამთავრებული აქვს ქ. თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. 1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი. მე, როგორც ზემოხსენებული სკოლოს პედაგოგს, პაატა მოსმენილი მყავს რამოდენიმეჯერ კონცერტზე, როგორც სოლისტი და ასევე გამოცებზე. გარდა ამისა პაატამ მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მაისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ კონცერტში, სადაც მან სოლო პარტია შეასრულა ა. ვივალდის „მაგნიფიკატში“ და „გლორიაში“ორკესტრთან და გუნდთან ერთად.

ამ კონცერტს ხელმძღვანელობდა ჰოლანდიიდან ჩამოსული დირიჟორი მარტინ ვან დე ბრუხი. მან საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა პაატა ბერიძის შესრულებას.

ჩემი მხრიდან უნდა ვთქვა, რომ პაატა ნიჭიერი, პერსპექტიული მუსიკოსია. აქვს დახვეწილი ბგერა და საკმაოდ მაღალი ტექნიკა. ვიმედოვნებ, რომ მისი სახით მომავალში გვეყოლება კარგი პროფესიონალი, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას.

პროფესორი

თამაზ ბათიაშვილი.