Untitled Document biography

რეკომენდაციები

უკვე მესამე წელია რაც ვხელმძვანელობ თბილისის კონერვატორიის, სტუდენტურ სიმფონიურ ორკესტრს. ამ ორკესტრის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა პაატა,როგორც პირველი საყვირის პარტიების შემსრულებელი.
პაატა გახლავთ ნიჭიერი მუსიკოსი, სასიამოვნო ბგერით, გამორჩეული აგრეთვე მუსიკალურობით და შესრულების რბილი მანერით, ზემოხსენებული მცირე დროის მანძილზე მან ორკესტრთან ერთად მოამზადა და კონცერტებზე შეასრულა: ბეთჰოვენის N 3,7, სიმფონიები, შუმანის N4 სიმფონია, ბრამსის N3 სიმფონია და ჩაიკოვსკის N5 სიმფონიები და სხვა .... მას ასევე დაკრული აქვს შოსტაკოვიჩის N 1 საფორტეპიანო კონცერტის სოლო საყვირის პარტია, რაც აგრეთვე უნდა ჩაითვალოს მის მიღწევად .
პაატა ბერიძე მიმაჩნია პერსპექტიულ მუსიკოსად და სწორედ ამიტომ სიამოვნებით ვუწევ მას რეკომენდაციას.

რეზო ტაკიძე. პროფესორი, კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის გამგე, საოპერო თეატრის დირიჟორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.